logo_geo
eng_logo
რაჭაში, სტიქიის ზონაში, მაშველების მიერ კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი
- +

10 სექტემბერი. 2023. 13:01

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი.

 

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 32 ცხედარი და ძებნა 1 პირთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს. ღონისძიებაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner