საბერძნეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა.
6 ადამიანი დაკარგულად ითვლება. სტიქიის ზონიდან ოთხი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დაზარალებულ რაიონებში საკვები, წყალი და მედიკამენტები გააგზავნეს.
წყალდიდობის შედეგად საბერძნეთში ათობით ქალაქი და დასახლებული რაიონი დაიტბორა.