„მთავარია, რომ მალე მოგვარდეს პრობლემა, რომელიც მოსახლეობას სტიქიის შედეგად დაუდგა. გრძელდება სამუშაოები და ყველაფერი გაკეთდება, რათა პრობლემები მაქსიმალურად მალე გადაიჭრას“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლანჩხუთში განუცხადა.
მისი თქმით, იმყოფებოდნენ სტიქიის სალიკვიდაციო შტაბში, სადაც გუბერნატორისა და მერისგან მიიღეს ინფორმაცია სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით.
„მუდმივ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები. ყველა სამსახურია ჩართული. მუნიციპალიტეტი, მაშველები, ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციაა ასევე ჩართული. ეხმარებიან მოსახლეობას. ზარალი არის საკმაოდ დიდი. მთავარია, რომ მალე მოგვარდეს პრობლემა, რომელიც მოსახლეობას სტიქიის შედეგად დაუდგა. გრძელდება სამუშაოები და ყველაფერი გაკეთდება, რათა პრობლემები მაქსიმალურად მალე გადაიჭრას“, - განაცხადა კობახიძემ.
გურიაში მესამე დღეა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სამი ცხედარი.