logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტი უნდა იყოს პირველი, ვინც იცავს კონსტიტუციას. როდესაც ის პირდაპირ აცხადებს, რომ გააგრძელებს კონსტიტუციის უხეშად დარღვევას, ეს სრულიად მიუღებელია
- +

10 სექტემბერი. 2023. 20:48

 

 

პრეზიდენტი უნდა იყოს პირველი, ვინც იცავს კონსტიტუციას. როდესაც ის პირდაპირ აცხადებს, რომ გააგრძელებს კონსტიტუციის უხეშად დარღვევას, ეს სრულიად მიუღებელია, - ასე შეაფასა ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ის გააგრძელებს საზღვარგარეთ ვიზიტებს საკუთარი ხარჯებით. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

 

„არ ვიცი, ვინ ურჩია ეს მას, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველია იმპიჩმენტის საკითხი. ეს არის პირდაპირი აღიარება. რა თქმა უნდა, მას რომ გაეწია ბიუჯეტის ხარჯი არაკონსტიტუციურ ვიზიტთან მიმართებით, გარდა კონსტიტუციის დარღვევისა, ეს იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც. ამიტომ არ გასწია მან ბიუჯეტიდან ხარჯი. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მისი მხრიდან ეს არის საჯარო აღიარება იმისა, რომ მას შეცნობილი ჰქონდა მისი ვიზიტის არაკონსტიტუციური შინაარსი. ამიტომ არ გასწია ბიუჯეტიდან ხარჯები. შესაბამისად, ეს იყო ძალიან კარგი საჩუქარი საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის წინ. მან პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მისცა სასამართლოს იმასთან დაკავშირებით, რომ განზრახ არღვევდა კონსტიტუციას. რომ არღვევდა ეს ისედაც დღესავით ნათელია, მაგრამ მან მისცა პირდაპირი ჩვენება საკონსტიტუციო სასამართლოს იმასთან დაკავშირებით, რომ ის განზრახ, შეგნებულად, მიზანმიმართულად არღვევდა კონსტიტუციას და მან ასევე პირობა დადო, რომ გააგრძელებს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner