logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად წარმოვადგენთ გეგმას, თუ როგორ გაგრძელდება 12 პუნქტის შესრულება
- +

10 სექტემბერი. 2023. 20:51

 

 

საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ ოქტომბრის ბოლოს ევროკომისიამ წარმოადგინოს დადებითი დასკვნა და დეკემბერში მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. საქართველო ხელისუფლება იქნება ბოლომდე პირნათელი ამ თვალსაზრისით. იმედი გვაქვს, წელს მაინც გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი”, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლანჩხუთში განუცხადა.

 

მან ევროკომისრის საქართველოში ვიზიტი და გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა.

 

„მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო, მათ შორის შეხვედრებზე დეტალურად იყო განხილული 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები. წარმოდგენილი იყო კონკრეტული წინადადებები ევროპელი პარტნიორების მხრიდან და ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვექნება სათანადო რეაგირება. კერძოდ, წარმოვადგენთ იმის გეგმას, თუ როგორ გაგრძელდება 12 პუნქტის შესრულება. უახლოეს მომავალში ძალიან ზუსტი გეგმა იქნება წარდგენილი საზოგადოებისა და პარტნიორების წინაშე ამასთან დაკავშირებით. საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ ოქტომბრის ბოლოს ევროკომისიამ წარმოადგინოს დადებითი დასკვნა და დეკემბერში მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. საქართველო ხელისუფლება იქნება ბოლომდე პირნათელი ამ თვალსაზრისით. იმედი გვაქვს, წელს მაინც გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner