logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მიზანმიმართული სიცრუის კამპანია მიმდინარეობდა პრემიერ-მინისტრსა და მის ოჯახთან დაკავშირებით
- +

10 სექტემბერი. 2023. 20:59

 

 

მიზანმიმართული სიცრუის კამპანია მიმდინარეობდა პრემიერ-მინისტრსა და მის ოჯახთან დაკავშირებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

„პირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს პრემიერ-მინისტრმა პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა სახელმწიფო თვითმფრინავი და ამაში დახარჯა ბიუჯეტის თანხები. შემდეგ გაერკვნენ იმაში, რომ ეს არ იყო ბიუჯეტის ხარჯი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ დახარჯულა. თუმცა გვახსოვს წლები, როდესაც ხორციელდებოდა ასეთი ფრენები პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის პირობებში, ბიუჯეტიდან ხდებოდა საყვარლების დაფინანსება გარკვეული საჩუქრებით, ბიუჯეტიდან ხალხის ფულით ხდებოდა შვილის სწავლის დაფინანსება და ეს იფუთებოდა იმით, თითქოს მიხეილ სააკაშვილს ნიჭიერი შვილი ჰყავდა. დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ძალიან ბევრ ადამიანს დღეს ნიჭიერი შვილები ჰყავთ, იგივე ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბიუჯეტიდან უნდა დააფინანსოს მაღალი თანამდებობის პირმა თავისი ოჯახის წევრები. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ გააკეთა განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო პრემიერ-მინისტრის მიერ გაწეული პირადი ხარჯები“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner