logo_geo
eng_logo
კახა კალაძე პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით: მე არაფერს გამოვრიცხავ
- +

10 სექტემბერი. 2023. 21:07

 

 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის კომენტირებისას განუცხადა.

 

„მე არაფერს გამოვრიცხავ, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან ბევრჯერ აქვს პრინციპული განცხადებები გაკეთებული სააკაშვილის არშეწყალებასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ბოლო დროს ისეთი რაღაცეები ვიხილეთ, რაც ძალიან მძიმეა.  მე ვერ გეტყვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი სააკაშვილთან მიმართებაში, თუმცა, როგორც ვიცით, არის სხვა კონკრეტული საქმეები, რომელზეც პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner