რატი ბრეგაძემ ნიკა მელიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა. ამ თემაზე იუსტიციის მინისტრმა კომენტარი „იმედის კვირასთან“ საუბრისას გააკეთა.
„სტრასბურგის სასამართლომ არ გაიზიარა ნიკანორ მელიას არცერთი არგუმენტი და, შესაბამისად, ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება და ასევე მისი დაკავება იყო კანონიერი, შესაბამისი ევროპულ სტანდარტებთან.
ვფიქრობ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ყველასთვის ცალსახად გასაგები - სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული ყველა ღონისძიება შესაბამისობაში იყო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და აქ არ იყო არავითარი პოლიტიკური მოტივაცია სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა ბრეგაძემ.