logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, არავინ გრძნობს პასუხისმგებლობას იმ ზიანზე, რაც საკუთარი სიტყვითა თუ საქმით მიაყენეს ქვეყანას
- +

10 სექტემბერი. 2023. 22:01

 

 

„დღეს სტრასბურგის სასამართლომ გვითხრა, რომ მაშინ სამართალდამცავი ორგანოები იქცეოდნენ სწორად, ხოლო მაშინდელი პრემიერი გიორგი გახარია ამაში პოლიტიკურად ერეოდა, ვინაიდან ცდილობდა შეეჩერებინა სამართალდამცავი ორგანოები მართლმსაჯულების აღსრულებაში“, - ასე შეაფასა ნიკა მელიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შალვა პაპუაშვილმა. კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას გააკეთა და აქცენტი „ნაცმოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის დაკავების ირგვლივ პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და გადადგმულ ნაბიჯებზე გააკეთა.

 

„როგორც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, ეს ყველაფერი იყო ორკესტრირებული თავდასხმა ქართულ სახელმწიფოსა და მართლმსაჯულებაზე. დეზინფორმაციაზე დაფუძნებული განცხადებები, რომლებმაც, საბოლოო ჯამში ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას, რადგან სწორედ ასეთი განცხადებები ქმნის შემდეგ აღქმას სხვებში, თითქოს არის პოლიტიზებული მართლმსაჯულება, თითოს არის რაღაც პოლიტიკური მოტივაციები და ა.შ., აზიანებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. ეს ზიანი მოგვადგა და დღეს აღმოვჩნდით იმ რეალობის წინაშე, რომ სტრასბურგის სასამართლომ ამხილა ყველას ეს აქტორი - იქნებოდა ეს ყოფილი დიპლომატი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველი - ამხილა დეზინფორმაციის გავრცელებაში საქართველოს წინააღმდეგ.

 

ყოველ ჯერზე ზიანდება ქვეყანა ასეთი უპასუხისმგებლო, წინდაუხედავი განცხადებებითა თუ ნაბიჯები. განსაკუთრებით, თუ ამაში ჩართულები არიან ევროპელი პოლიტიკოსები თუ დიპლომატები. ეს ზიანი ადგება ქვეყანას. შემდეგ ჩაივლის დრო, აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი. სამწუხაროდ, არავინ გრძნობს პასუხისმგებლობას იმ ზიანზე, რაც საკუთარი სიტყვითა თუ საქმით მიაყენეს ქვეყანას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner