„პრეზიდენტს, პრეზიდენტებს ეცოდინებათ, რომ არსებობს მკაცრი რეაგირება კონსტიტუციის დარღვევის მიმართ. ასეთ შემთხვევაში მათი მოტივაცია, დაარღვიონ კონსტიტუცია, არსებითად შემცირდება”, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.
მან პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის გამოცხადების მნიშვნელობა განმარტა. მისივე თქმით, იმპიჩმენტის პროცედურისთვის პარლამენტში 100 ხმის მოგროვებაა საჭირო, რაც რეალურად რთულია, თუმცა ამას სამომავლოდ ექნება პრევენციული ეფექტი.
„რა თქმა უნდა, იმპიჩმენტისთვის 100 ხმის მოგროვებაა რეალური არ არის, მაგრამ ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც დასკვნით უნდა დაადასტუროს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, რასაც ბუნებრივია, სამომავლოდაც ექნება პრევენციული ეფექტი. როდესაც პრეზიდენტს, პრეზიდენტებს ეცოდინებათ, რომ არსებობს მკაცრი რეაგირება კონსტიტუციის დარღვევის მიმართ. ასეთ შემთხვევაში მათი მოტივაცია, რომ დაარღვიონ კონსტიტუცია, რა თქმა უნდა არსებითად შემცირდება“, - განაცხადა კობახიძემ.