logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: ქადაგიძემ აქცენტები ზედმეტად ჰიპერტროფირებულად გააკეთა
- +

17 თებერვალი. 2016. 11:30


შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამინისტროების შემცირებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.



სერგეენკოს განცხადებით, ცალკეული უწყების გაუქმებით სახელმწიფო ბიუჯეტი გაცილებით ნაკლებ დანაზოგს მიიღებს, ვიდრე გიორგი ქადაგიძე ვარაუდობს.


 

მე არ ვარ ფინანსისტი და ამიტომ მისი განცხადებების ანალიზი გამიჭირდება. რაც შეეხება სამინისტროების შემცირებას თუ გაზრდას, ეს არის კომპლექსური საკითხი. მე შემიძლია მაგალითისთვის გითხრათ, რომ ერთ-ერთი სახელმწიფო მინისტრის ბიუჯეტი წელიწადში არის მილიონი და თუ მთლიანად შევკვეცავთ, დაიზოგება ერთი მილიონი და არა ასი მილიონი, როგორც ბატონმა ქადაგიძემ თქვა. შესაბამისად, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რიგი აქცენტები აშკარად ზედმეტად ჰიპერტროფირებულად იყო გაკეთებული", - განაცხადა დავით სერგეენკომ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner