logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე პრემიერის საზღვარგარეთ ვიზიტზე: თუ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის წარსული ცოდვების „გაპრავების“ უსუსურ მცდელობაზე არ ხარ გადასული, მაშინ უნდა დაინტერესდე, ხორციელდებოდა თუ არა იგივე თვითმფრინავით კომერციული ფრენები
- +

10 სექტემბერი. 2023. 22:55

 

 

„გვარამიას, ზუსტადაც რომ სამსახურებრივი რომ უნდა ყოფილიყო ავტომანქანა და მეგობრის კომპანიაზე გააფორმა, ისევე როგორც დანარჩენი 7 მილიონი, ამაზე ჰქონდა ბრალი წაყენებული და არა სამსახურებრივი მანქანის გამოყენებაზე - ეს აბსოლუტურად სპეკულაციური შედარებაა. მას ბრალი ჰქონდა წაყენებული იმაზე, რომ რაც უნდა გამხდარიყო „რუსთავი 2“-ის , არ გახდა „რუსთავი 2“-ის, მან მიისაკუთრა, მის მეგობრებზე გააფორმა და ა.შ. რაც შეეხება პრემიერის „ქეისს", ამასთან შედარება არარელევანტურია იმიტომ რომ მაგალითად, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისთვისაც კი არავის მიუმართავს ჯერ არც ადმინისტრაციისთვის, არც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის, არავისთვის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, პრემიერ-მინისტრის საზღვარგარეთ ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებების შეფასებისას განაცხადა.

 

მდინარაძის თქმით, ხელისუფლების ოპონენტებს აღნიშნულ თემაზე სიმართლის გარკვევა რომ სურდეთ, დაინტერესდებოდნენ, ამავე თვითმფრინავით კომერციული ფრენების პრეცედენტები სხვა კერძო პირების შემთხვევაშიც თუ ყოფილა.

 

„ჩემგან შეიძლება ცოტა გასაკვირიც იყოს ეს საუბარი, მაგრამ თუ მართლა გაინტერესებს, თუ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის წარსული ცოდვების „გაპრავების" უსუსურ მცდელობაზე არ ხარ გადასული, მაშინ უნდა დაინტერესდე, რეალურად, ხორციელდებოდა თუ არა იგივე თვითმფრინავით კერძო, კომერციული ფრენები. შეუძლია თუ არა მოქალაქეს, მიმართოს, კონკრეტულ ადამიანებს ჰქონიათ თუ არა ასეთი პრეცედენტები რომ მიმართეს, გააფორმეს ხელშეკრულება და გაფრინდნენ ამ თვითმფრინავით ჩარტერული რეისით. ასევე, სახელმწიფომ გაიღო ეს ხარჯები პრემიერის შემთხვევაში, როდესაც ის და მისი ოჯახის წევრები გაფრინდნენ ევროპაში თუ კერძო იყო? - ორი თავი არავის აქვს, ტყუილზე ხელმოწერა ცოტა რთულია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

მისივე განმარტებით, ოპოზიცია წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ქვეყნის პირველი პირისთვის სახელმწიფოს ხარჯზე ჩარტერული რეისების შესრულება ნებადართულია, თუმცა, პრემიერ-მინისტრზე შეტევით დაადასტურეს, რომ მათი კამპანია ტყუილზე იყო აგებული და სინამდვილეში, მსგავსი ქმედებები უკანონოა. მდინარაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ფრენის თანხა ამ შემთხვევაში, ოჯახის მიერ ანაზღაურდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციაშიც აისახება.

 

„პირდაპირ აღმოჩნდა, რომ თავის დაგებულ მახეში, ახლა რომ ვითომ ამბავი გაიგეს, შემდეგ მახე დააგეს და პრემიერზე იერიში მიიტანეს, თავადვე გაეხვნენ და რატომ: მთელი ის კამპანია, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდათ, რომ პირველ პირს თითქოს შეუძლია სახელმწიფოს თანხებით ფრენები განახორციელოს, პირადი მიზნებისთვის ვიღაცები ჩამოიყვანოს, თვითონ გაფრინდეს და ეს თურმე სახელმწიფოს ხარჯებია, თავადვე დაადასტურეს ამ უსუსური პროპაგანდისტული პიარ-იერიშით, რომ თურმე არ შეუძლია ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც ქვეყნის პირველი პირი, რომ პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს სამთავრობო თვითმფრინავები, ავტომანქანები და ა.შ. ასეთ შემთხვევებში. ხომ დადასტურდა ეს ყველაფერი? - ჩარტერები მაშინ ყოფილა უკანონო, მაგრამ ამ შემთხვევაში განსხვავება ის არის, რომ ოჯახის მიერ არის გადახდილი ეს თანხები, როგორც ჩვენ ვიგებთ ინფორმაციას შესაბამისი განცხადებებით. დეკლარაციაში, როდესაც ამისი დრო მოდის და ვალდებულება თანამდებობის პირს, საჯარო მოხელეს, მათ შორის ქვეყნის პირველ პირს გააჩნია იმისა, რომ როცა ამის დრო მოდის დეტალურად ასახოს საიდან რა თანხა ჰქონდა გარკვეული ზღვრის შემდეგ და რა თქმა უნდა, პრემიერის დეკლარაციაშიც იქნება ეს დეტალურად ასახული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner