logo_geo
eng_logo
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები და ინფრასტრუქტურის აღდგენა ოზურგეთში
- +

10 სექტემბერი. 2023. 23:13

 

 

მესამე დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები და ინფრასტრუქტურის აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს წევრებთან და მოადგილეებთან ერთად ეცნობა.

 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებიც მოინახულეს, საკვები პროდუქტები გადასცეს და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.

 

„კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა დავიწყეთ. ასევე, დღის განმავლობაში, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოვინახულეთ. მივუტანეთ საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და მოქალაქეების საჭიროებებს ადგილზე გავეცანით,“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

სტიქიის პირველივე დღიდან მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი და მოქმედებს ცხელი ხაზი:  577 601 304; 551 38 38 05; ასევე, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner