logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე გურიაში სტიქიაზე: არ შევწყვეტთ მუშაობას, სანამ თითოეულ ადამიანს მაქსიმალურ დახმარებას არ აღმოვუჩენთ და არ აღვადგენთ სოფლების ყველა წერტილთან კომუნიკაციას
- +

11 სექტემბერი. 2023. 00:01

 

 

„ახლა სიტუაცია არის სტაბილიზებული, თუმცა, ვრჩებით ხაზზე და არ შევწყვეტთ მუშაობას, სანამ თითოეულ ადამიანს მაქსიმალურ დახმარებას არ აღმოვუჩენთ და არ აღვადგენთ სოფლების ყველა წერტილთან მიმოსვლას, კომუნიკაციას“, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ გურიაში სტიქიაზე საუბრისას განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალზე ისაუბრა.

 

„ალბათ არ იქნება სწორი, რომ ჯერ, სანამ არ არის შეფასებული მთლიანი ზარალი მე, პარლამენტის წევრმა დავიწყო ამაზე საუბარი, მაგრამ სავარაუდოდ, ზარალი გადააჭარბებს ათეულ მილიონ ლარს და მისი საბოლოო განსაზღვრა უახლოეს დღეებში მოხდება. ეს არის როგორც საერთო, საჯარო ინფრასტრუქტურის აღდგენა, ასევე, ოჯახების დახმარება, რომელთაც დაკარგეს საცხოვრებელი ან იძულებით მოუწიათ საცხოვრებლის დატოვება. როგორც გითხარით, ჩვენი ამოცანა, უპირველესი პრიორიტეტი იყო ადამიანების გადარჩენა, მათი გამოყვანა რისკის ზონიდან, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება უკვე შემდეგ პერიოდში მათი ღირსეულ და უსაფრთხო პირობებში განსახლება და საცხოვრისით უზრუნველყოფა, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner