დავით მაღრაძის თქმით, უსამართლო იყო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი არა. ამ თემაზე პოეტმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსის დაგვიანებამ თუ არ მოცემამ ბევრწილად განაპირობა პოლარიზაციის ხარისხის გაზრდა საქართველოში. შემდეგ, ევროპარლამენტარების რეზოლუციებიც ხელს უწყობდა პოლარიზაციას. რას ვარქმევთ ამ პოლარიზაციას ზოგადად? პოლარიზაციაა როდესაც დებატებში არ შემოდის შენი პოლიტიკური ოპონენტი. მაგრამ ეს ყველაფერი ხომ აქეზებს, რომ უფრო გაღრმავდეს ეს პოლარიზაცია“, - მიიჩნევს მაღრაძე.