logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: ნახევრად ხუმრობით შეიძლება ასე ვთქვა, რომ ბორელი ჩამოვიდა ჯუნგლებში და საქართველოში დახვდა ევროპა
- +

11 სექტემბერი. 2023. 00:18

 

 

პოეტი დავით მაღრაძე გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

 

ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრემიერის გამოსვლას მაღრაძემ საეტაპო უწოდა. მან ასევე ბორელის ნათქვამი ფრაზა გაიხსენა.

 

„ნახევრად ხუმრობით შეიძლება ასე ვთქვა, რომ ბორელი ჩამოვიდა ჯუნგლებში და საქართველოში დახვდა ევროპა. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ არის ერთი რამ, რაც მენიშნა. ჯუნგლები რატომ ვახსენე, ალბათ ხვდებით. ჩემი აზრით, ეს პრემიერის საეტაპო გამოსვლა იყო. სხვათა შორის, კიდევ გამახსენდა ჩინეთის ტელევიზიით მისი გამოსვლაც - მისი ეს ორი საეტაპო გამოსვლა ვნახე. პოზიცია, სიმტკიცე, გააზრებული ვითარება - ეს იყო დემონსტრირება იმისა, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ღირსება გადარჩა; ეს არის ქვეყანა, სადაც ეროვნულ ინტერესს ყველაფერზე მაღლა აყენებენ, ტრენდზეც, პოლიტ-კონიუნქტურაზეც მაღლა. ეროვნულ ინტერესზე მაღლა ამ ქვეყანაში არაფერი დგას. ეს იყო გამოსვლის გამოხატულება, პრემიერ-მინისტრის გააზრებული რისკითა და სიმტკიცით“, - განაცხადა მაღრაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner