logo_geo
eng_logo
საქართველოში პირველად, დაცული ტერიტორიების შესახებ საერთაშორისო სამიტი გაიმართება
- +

11 სექტემბერი. 2023. 10:16

 

 

პირველი საერთაშორისო სამიტი სახელწოდებით „ეროვნული პარკებისა და ველური ბუნების დაცვა ევრაზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, 2023 წლის 7-9 ნოემბერს გაიმართება.

 

სამიტის მიზანია ეროვნული პარკების საერთაშორისოდ აღიარებული, წარმატებული მართვის პრაქტიკასთან გაცნობა და გამოცდილების გაზიარება.

 

ღონისძიების მონაწილე მსოფლიოს წამყვანი ეროვნული პარკების წარმომადგენლები, აშშ-დან, გერმანიიდან, შვედეთიდან, რუმინეთიდან, მაკედონიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და კორეის რესპუბლიკიდან, შეეხებიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

 

  • ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საერთაშორისო მოდელები;
  • ეროვნულ პარკებში არსებული ტექნოლოგიები და სისტემები;
  • ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზები.

 

ღონისძიება ორგანიზებულია ფონდის Global Conservation მხარდაჭერით, კავკასიის ბუნების ფონდის, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ასევე ზუკოვის ფონდისა (Succow Stiftung) და GIZ-ის თანადაფინანსებით. ღონისძიების პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული პარკების სამსახურის (US National Park Service) „საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამა“ (USDOI-ITAP).

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner