logo_geo
eng_logo
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „კინგსი“ ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო ღონისძიებას იწყებს
- +

11 სექტემბერი. 2023. 10:55

 

 

„საქართველოს ბანკი“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი უკვე მესამე წელია, რაც „Kings International“-ის მიერ საქართველოში გამართული ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ღონისძიების გენერალური სპონსორია. 

 

ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საგნობრივი ოლიმპიადებია, რომელშიც მონაწილეობა უკვე 700 000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.

 

წელს ოლიმპიადა სამ საგანში გაიმართება:

 

15 ოქტომბერი - ინგლისური ენა

5 ნოემბერი - ქართული ენა

12 ნოემბერი - მათემატიკა

 

ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.

 

„კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ მთავარ ღირებულებას განათლების შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ „კინგსთან“ პარტნიორობით, წელსაც ვართ საქართველოში ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ღონისძიების გენერალური სპონსორები. ეს არის შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, გამოსცადონ საკუთარი თავი და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, გაიცნონ ნიჭიერი ახალგაზრდები და ერთად შექმნან უკეთესი მომავალი. „საქართველოს ბანკი“ კი აქტიურად აგრძელებს განათლების შესაძლებლობების შექმნას და კიდევ უფრო მეტი ახალი, საინტერესო ინიციატივის განხორციელებას“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელი ანა ლომთაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner