logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო ალიანსის ყველაზე თავსებადი და საიმედო პარტნიორია
- +

7 სექტემბერი. 2016. 18:23


„მოგეხსენებათ, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში უკანასკნელი ვიზიტის შემდგომ, საქართველოსა და NATO-ს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა და ახალ დონეზე ავიდა. როგორც 2014 წლის უელსის, ასევე 2016 წლის ვარშავის სამიტებზე საქართველოსთან მიმართებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია.

 

„დღეს ალიანსის წევრობის კანდიდატი, საქართველო ალიანსის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი და საიმედო პარტნიორი. ჩვენი ქვეყანა გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფის წევრია. ამასთან აღიარებულია, რომ საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია, მათ შორის NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი. მისი განხორციელება გეგმიურად მიმდინარეობს და ეხმარება ჩვენს ქვეყანას თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში და NATO-სთან თავსებადობის კიდევ უფრო ამაღლებაში. საქართველო მაქსიმალურად ეფექტიანად იყენებს ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც გვაახლოვებს NATO-ში გაწევრიანების მიზანთან. აქტიურად მიმდინარეობს თავდაცვის სფეროში სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა, რაც ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციასა და ბრძოლისუნარიანობის გაზრდას ემსახურება. ჩვენი ოფიცრები და ჯარისკაცები NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ საქართველო დღეს აღიარებულია, როგორც ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ქმედითუნარიანი პარტნიორი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე და ვამაყობ, რომ ასეთი თავდადებული გმირები ჰყავს საქართველოს",- განაცხადა კვირიკაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner