logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მთავრობის ძალისხმევა მიმართულია თავისუფალ წინასაარჩევნო გარემოზე
- +

7 სექტემბერი. 2016. 18:29


 

„ერთ თვეში საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იენს სტოლტენბერგთან  ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

„მთავრობა მოწადინებულია, არჩევნები საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული ნორმების და სტანდარტების თანახმად ჩაატაროს. მთავრობის ძალისხმევა მიმართულია მაქსიმალურად პლურალისტური, ღია და თავისუფალი   წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაზე. მრავალ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი პროგრამა და გზავნილი მიაწოდონ ამომრჩეველს",- განაცხადა კვირიკაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner