logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: მცდელობა, ტოლობის ნიშანი დაისვას მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკანონოდ გახარჯულ თანხებსა და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საკუთარი ჯიბიდან გახარჯულ ფინანსებს შორის, აზრს მოკლებულია
- +

11 სექტემბერი. 2023. 14:38

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის მოთხოვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ეს მოთხოვნა, სულ მცირე, აზრს მოკლებულია.

 

„მცდელობა, ტოლობის ნიშანი დაისვას მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკანონოდ გახარჯულ თანხებსა და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საკუთარი ჯიბიდან გახარჯულ ფინანსებს შორის აზრს მოკლებულია. პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დღემდე არცერთი თეთრი არ გახარჯულა და ამას ადასტურებს ყველა არსებული დოკუმენტი, მაშინ როცა, მიხეილ სააკაშვილს, როგორც პრეზიდენტს, სახელმწიფო ბიუჯეტის ფული საკუთარი ჯიბის ფული ეგონა და არამიზნობრივად, უკანონოდ ხარჯავდა“, - წერს სოციალურ ქსელში თამთა მეგრელიშვილი. არგუმენტად ანალიტიკოს ციფრები მოჰყავს.

 

„ამ სიტყვების დასტურად მოვიყვან რამდენიმე მაგალითს: მის არაოფიციალურ მოგზაურობაზე ტაილანდში გაიხარჯა 89 161 ლარი. სინგაპურში მ. სააკაშვილის მომსახურებისათვის ბიუჯეტიდან გაიხარჯა 60 856 ლარი. არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მიხეილ სააკაშვილის მიერ ბიუჯეტიდან გაიხარჯა 47 845 ლარი. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ხარჯებისა, რისი გაწევაც სახელმწიფოს და ქართველ ხალხს ბიუჯეტიდან (საკუთარი ჯიბიდან) გვიწევდა. ასე რომ, ქურდს ქუდი ეწვის პრინციპიდან ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ხმაური და ასეთი თემებით ხალხის მასაზე თამაში კიდევ ერთხელ აღიარებაა იმისა, რომ თავად ისინიც გუნდში ვერ უარყოფენ იმას, რომ ფაქტებით დადასტურებული ბიუჯეტის ქურდია მათი ბელადი მიხეილ სააკაშვილი“. დიახ, ყოველი მათი მცდელობა მხოლოდ „ქურდს ქუდი ეწვის“ პრინციპია,“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner