თბილისის მერი კახა კალაძე ექსპერტ გია გაბრიჭიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„თავის ქვეყანაზე შეყვარებული კიდევ ერთი გულიანი კაცი გამოაკლდა ჩვენს რიგებს - ჟურნალისტი, მწერალი, ექსპერტი გია გაბრიჭიძე.
გია მაქსიმალურად იყო ჩართული ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა მიმდინარე პროცესში, როგორც მოქალაქე და როგორც ექსპერტი.
გია გაბრიჭიძე ასევე დააკლდება ჩვენს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს, რომლის განვითარებაში თავისი წვლილი შეჰქონდა.
ვიზიარებ გიას ოჯახის წევრების, მეგობრების, ახლობლების გულისტკივილს!“ - წერს კახა კალაძე.