logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისურაძემ კასპის ბავშვთა სპეციალიზებული საფეხბურთო სკოლის ყოფილ მენეჯერს ავთანდილ ჯალალს მადლობის სიგელი გადასცა
- +

11 სექტემბერი. 2023. 17:34

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ კასპის ბავშვთა სპეციალიზებული საფეხბურთო სკოლის ყოფილ მენეჯერს ავთანდილ ჯალალს  მადლობის სიგელი გადასცა.

 

ავთანდილ ჯალალი ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელია, შემდეგში კი წარმატებული მწვრთნელი.

 

კასპში ბავშვთა სპეციალიზებული საფეხბურთო სკოლა1987 წელს გაიხსნა, რომელსაც 36 წელი ავთანდილ ჯალალი  უცვლელად ხელმძღვანელობდა.

 

წლების განმავლობაში ის წარმატებით უძღვებოდა კასპში ფეხბურთის განვითარებას. საუკეთესო პედაგოგმა მრავალი თაობა აღზარდა და მათგან ბევრი ქვეყნის გარეთ, სხვადასხვა ქვეყნის მნიშვნელოვანი გუნდის წევრი გახდა.

 

კასპის მუნიციპალიტეტი მადლობას უხდის ამაგდარ პედაგოგს, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს, ხოლო ახალ მენეჯერს ბექა დაბრუნდაშვილს ტრადიციის წარმატებით გაგრძელებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner