NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში მომავალ არჩევნებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ოქტომბრის არჩევნები დააკმაყოფილებს უმაღლესი დემოკრატიის სტანდარტების მოთხოვნებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების ჭრილში
„ივლისში, ვარშავაში, NATO-ს სამიტზე NATO-ს ლიდერები მიესალმნენ იმ სერიოზულ პროგრესს, რომელიც საქართველომ აჩვენა და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული პროგრესი გაგრძელდება, რაც მოიცავს საკონსტიტუციო, საარჩევნო რეფორმებს, საქართველოს ურყევი პროგრესის ჭრილში ჩვენ ველოდებით მომავალ არჩევნებს, რომელიც დააკმაყოფილებს უმაღლესი დემოკრატიის სტანდარტების მოთხოვნებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების ჭრილში. აღნიშნული მნიშვნელოვანი გახლავთ NATO-სთვის, რადგან NATO - ეს გახლავთ ღირებულებებზე დამყარებული ერთობა, რაც მოიცავს დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვას და კანონის უზენაესობას.
რეფორმები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს მოსახლეობისთვის და თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური აყვავებისათვის. ვარშავაში NATO-ს ლიდერებმა გამოხატეს ძალიან ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსადმი. დღეს, ჩრდილოატლანტიკური საბჭო თბილისში შეიკრიბა, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს ჩვენი ერთგულება და ვალდებულებები თქვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას და თქვენი იმედი გვაქვს", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.