logo_geo
eng_logo
ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირში გაწევრიანების მოკლე გზა არ არსებობს, არც საქართველოსთვის და არც სხვისთვის
- +

11 სექტემბერი. 2023. 23:11

 

"ვროკავშირში გაწევრიანებას დიდი ტრანსფორმაციული ძალა აქვს და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. ეს შრომა ღირს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრად გახდომისთვის, არამედ, რაც მთავარია, მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად, - წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ევროკავშირის ოფიციალურ გვერდზე.

იმისათვის, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე სწრაფად გასვლა შეძლოს, ქვეყნის ყველა ინსტიტუტმა ერთად უნდა იმუშაოს, ითანამშრომლოს. ქართველმა ლიდერებმა არ უნდა გაუშვან ხელიდან ეს ისტორიული შანსი. ევროკავშირში გაწევრიანების მოკლე გზა არ არსებობს. არც საქართველოსთვის და არც სხვისთვის. გაფართოების პროცესი ყოველთვის მიჰყვება მკაფიო კრიტერიუმებს. ეს, რა თქმა უნდა, მოითხოვს შრომას, პოლიტიკურ ნებას და მკაფიო ერთგულებას ევროკავშირის ღირებულებებისადმი. მაგრამ, როგორც ჩემს ქართველ კოლეგებს ვუთხარი, საკუთარი ესპანური გამოცდილებიდან ვიცი, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას დიდი ტრანსფორმაციული ძალა აქვს და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. ეს შრომა ღირს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრად გახდომისთვის, არამედ, რაც მთავარია, მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად. საქართველოს აქვს ძლიერი ადმინისტრაცია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება. მას აქვს მთელი პოტენციალი ამ ისტორიული ამოცანის მისაღწევად“, - აღნიშნავს ბორელი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner