ავტორი გიორგი მამაცაშვილი
მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„გარდაიცვალა ჩვენი მეგობარი, დამსახურებული ჟურნალისტი, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი, უღალატო მეგობარი და გამორჩეული კოლეგა გია გაბრიჭიძე.
საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი გულწრფელად თანაუგრძნობს მის ოჯახს, კოლეგებსა და მეგობრებს“.