ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში დღეს გამთენიისას თავისი პირადი მატარებლით ჩავიდა. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ სამხრეთ კორეის სამხედროებმა რეგულარულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ჩრდილოეთის კორეის სახელმწიფო მედია წერს, რომ კიმ ჩენ ინი რუსეთში თავისი პირადი მატარებლით გაემგზავრა, სამხედრო მაღალჩინოსნებისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანხლებით.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთისთვის იარაღის გადაცემა უშიშროების საბჭოს მრავალი რეზოლუციის დარღვევა იქნება და საჭიროების შემთხვევაში, აშშ არ გამორიცხავს ახალი სანქციების დაწესებას ჩრდილოეთ კორეის მიმართ.