ანალიტიკოსი გია აბაშიძე გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმიანება, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანის უფლებების დარღვევის უხეში ფაქტები გამოავლინა, რაც გულისხმობს ქვეყანაში არსებულ „სისტემურ რასიზმს“, რასობრივ დისკრიმინაციას სახელმწიფო ინსტიტუტებში, პოლიციის მხრიდან რასობრივი და ეთნიკური უმცირესობების წევრების მიმართ ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას და დაუსჯელობის სინდრომით სარგებლობას, უკანონო თვალთვალს, ხმის მიცემისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვას.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, სხვებს ასწავლიან უფლებადამცველობას და ამ დროს სახელმწიფოში კოლოსალური სისტემური ჩავარდნები აქვთ.
„ქვეყანაში არსებობს სისტემური რასიზმი, რასობრივი დისკრიმინაცია სახელმწიფო ინსტიტუტებში, პოლიციის მხრიდან რასობრივი და ეთნიკური უმცირესობების წევრების მიმართ ძალის გადაჭარბებული გამოყენება და დაუსჯელობის სინდრომით სარგებლობა, უკანონო თვალთვალი, ხმის მიცემისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა.
გამოიცნობთ, თუ რომელ ქვეყანაზე წერს გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი? ამერიკის შეერთებულ შტატებზე! კატასტროფაა! სხვებს ასწავლიან უფლებადამცველობას და ამ დროს სახელმწიფოში კოლოსალური სისტემური ჩავარდნები აქვთ. ფარისევლობის მასშტაბშიც კი არ ჯდება“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.