logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: სამწუხაროა, რომ სახდეპარტამენტი უცხო ქვეყნის მოსამართლეებს არარსებული არგუმენტებით ასანქცირებს, ამერიკის ყოფილი ელჩი კი დემოკრატიაზე ისე ხელაღებით გვესაუბრებოდა, საკუთარ თვალში დირეს არ იმჩნევდა
- +

12 სექტემბერი. 2023. 15:53

 

 

„გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის კომიტეტის შეფასებაა და შემაშფოთებელია „დემოკრატიის მექაში“ არსებული ვითარება. გუანტანამოს თემამ, კიდევ ერთხელ გაიჟღერა და საგანგაშოა, რომ ამერიკის არამოქალაქეების დაკავება და სამართლიან მართლმსაჯულებასთან წვდომა ეზღუდებათ“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას.

 

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, სამწუხაროა, რომ სახდეპარტამენტი უცხო ქვეყნის მოსამართლეებს ასანქცირებს, არარსებული არგუმენტებით და ამერიკის ყოფილი ელჩი, დემოკრატიაზე ისე ხელაღებით გვესაუბრება, რომ საკუთარ თვალში დირეებს არ იმჩნევს.

 

„გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის კომიტეტის შეფასებაა და შემაშფოთებელია „დემოკრატიის მექაში” არსებული ვითარება. გუანტანამოს თემამ, კიდევ ერთხელ გაიჟღერა და საგანგაშოა, რომ ამერიკის არამოქალაქეების დაკავება და სამართლიან მართლმსაჯულებასთან წვდომა ეზღუდებათ. ასევე, თვალთვალი, არჩევნებში ხმის მიცემის შეზღუდვა, რასობრივი დისკრიმინაცია და უამრავი სისტემური დარღვევა ფიქსირდება, რასაც თვითონ შტატები ნაკლებად აღიარებს. სამწუხაროა, რომ სახ-დეპარტამენტი უცხო ქვეყნის მოსამართლეებს ასანქცირებს, არარსებული არგუმენტებით და ამერიკის ყოფილი ელჩი, დემოკრატიაზე ისე ხელაღებით გვესაუბრება, რომ საკუთარ თვალში დირეებს არ იმჩნევს. ორმაგი სტანდარტებია, რაც ყველაზე მეტად ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს“, - წერს ქადაგიძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner