სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პარტიული კონფერენციები გრძელდება. „ქართული ოცნების“ მესტიის ორგანიზაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს.
ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები მესტიაში, დღეს გამართულ კონფერენციაზე აირჩიეს.
13 სექტემბერს კონფერენციები გაიმართება ხობში, სენაკსა და ფოთში.