logo_geo
eng_logo
უკრაინის პრემიერი: უკრაინა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრაჟს მიმართავს, თუ პოლონეთი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს დაბლოკავს
- +

12 სექტემბერი. 2023. 19:58

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრაჟს მიმართავს, თუ პოლონეთი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს დაბლოკავს.

„ომისა და რუსეთის მიერ ჩვენი პორტების ბლოკადის მიუხედავად, უკრაინა ასრულებს თავის ვალდებულებებს. ჩვენ არ გვაქვს განზრახული ზიანი მივაყენოთ პოლონელ ფერმერებს. ჩვენ დიდად ვაფასებთ პოლონელი ხალხის და პოლონელი ოჯახების მხარდაჭერას! მაგრამ [პოლონეთში] არჩევნებამდე პოლიტიკური პოპულიზმის ინტერესებიდან გამომდინარე სავაჭრო კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, უკრაინა იძულებული იქნება მიმართოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრაჟს კომპენსაციისთვის, ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების ნორმების დარღვევის გამო“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner