logo_geo
eng_logo
წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მხარი დაუჭირა გამოძიების დაწყებას ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში
- +

12 სექტემბერი. 2023. 21:01

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტიმ მხარი დაუჭირა გამოძიების დაწყებას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

კევინ მაკარტის თქმით, კანონმდებლებმა საკმარისი ინფორმაცია შეაგროვეს იმის შესახებ, რომ ბაიდენმა მოატყუა ამერიკელები, როდესაც განაცხადა, რომ არ იცოდა მისი ოჯახის წევრების ბიზნესის შესახებ.

1-ელ სექტემბერს, ტელეკომპანია NBC News-მა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ თეთრმა სახლმა ადვოკატების, საკანონმდებლო და კომუნიკაციების სპეციალისტების ჯგუფი შეკრიბა, რათა მძლავრი პასუხი გასცეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ სავარაუდო იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას.

წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელებმა“ განაცხადეს, რომ ისინი ყურადღებას გაამახვილებენ ჯო ბაიდენის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიებაზე. ის ასევე ჩაუღრმავდება განცხადებებს, რომ ჯო ბაიდენი ჩართული იყო მექრთამეობაში, კორუფციაში ან სხვაგვარად ბოროტად იყენებდა უფლებამოსილებას მისი შვილის გამდიდრების მიზნით მაშინ, როდესაც ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტიმ და „რესპუბლიკური“ პარტიის წარმომადგენლებმა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის სტრატეგიის შემუშავება დაიწყეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner