logo_geo
eng_logo
სვენ მიქსერი: მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს, დაარწმუნონ ევროპარლამენტის წევრები და წევრი ქვეყნების დედაქალაქები, რომ დემოკრატია და კანონის უზენაესობა საქართველოში მდგრად გზაზეა
- +

12 სექტემბერი. 2023. 21:04

"მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს, დაარწმუნონ ევროპარლამენტის წევრები და წევრი ქვეყნების დედაქალაქები, რომ დემოკრატია და კანონის უზენაესობა საქართველოში მდგრად გზაზეა," – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა განაცხადა.

 

„მე არც სპეკულაციას დავიწყებ, თუ რა დასკვნა იქნება, და არც იმის პროგნოზი შემიძლია, წევრ ქვეყნებში რა განწყობებია. ამ ინსტიტუტში კითხვები გვაქვს დემოკრატიულ განვითარებაზე, კანონის უზენაესობაზე და მოვუწოდებ ქართველ კოლეგებს, ქართველ პოლიტიკოსებს, რომ ამ თემებზე იმუშაონ და დაარწმუნონ ევროპარლამენტის წევრები და წევრი ქვეყნების დედაქალაქები, რომ დემოკრატია და კანონის უზენაესობა საქართველოში მდგრად გზაზეა და თავიდან აიცილონ ამ მხრივ ნეგატიური ამბები. ჩემი მთავარი გზავნილია, რომ მნიშვნელოვანია 12 რეკომენდაციაზე მუშაობა, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანია მდგრადი დემოკრატიული განვითარების დემონსტრირება“, - აცხადებს სვენ მიქსერი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner