logo_geo
eng_logo
წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: ბაიდენმა ამერიკელი ხალხი მოატყუა - ბრალდებები ეხება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, მართლმსაჯულების განხორციელებაში დაბრკოლებებსა და კორუფციას
- +

12 სექტემბერი. 2023. 21:06

"ბრალდებები ეხება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, მართლმსაჯულების განხორციელებაში დაბრკოლებებსა და კორუფციას და ეს წარმომადგენელთა პალატის მხრიდან შემდგომ გამოძიებას მოითხოვს," - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტიმ.

 

კევინ მაკარტიმ მხარი დაუჭირა გამოძიების დაწყებას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში.

 

„ჩვენი გამოძიების შედეგად, ჩვენ დავადგინეთ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა ამერიკელი ხალხი მოატყუა, რომ არ იცოდა მისი ოჯახის წევრების უცხოური [ბიზნეს] გარიგებების შესახებ. თვითმხილველები ადასტურებენ, რომ პრეზიდენტი რამდენიმე სატელეფონო საუბარში მონაწილეობდა და ჰქონდა ინტერაქცია [ამ გარიგებების ფარგლებში]. ჩვენ ვიცით, რომ საბანკო ჩანაწერები აჩვენებს, რომ დაახლოებით 20 მილიონი დოლარი იყო მიმართული ბაიდენის ოჯახის წევრებსა და პარტნიორებზე სხვადასხვა კომპანიის მეშვეობით. მარტო სახაზინო დეპარტამენტს აქვს 150-ზე მეტი ტრანზაქცია ბაიდენის ოჯახის წევრების მონაწილეობით“, - აღნიშნა მაკარტიმ.

 

 
right_banner right_banner
არქივი
right_banner