ხვალ, 13:00 საათზე, სასტუმრო „Vinotel" - ში. (მის: ელენე ახვლედიანის აღმართი N4) ქართულ-ამერიკული კონფერენცია - „მეტი მეგობარი საქართველოს" გაიმართება. კონფერენციაზე განხილული იქნება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივები, ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, მეცნიერება, ორმხრივი ეკონომიკური კავშირები, ჯანდაცვა, სათვისტომოებთან თანამშრომლობა და სხვ.
მომხსენებლები: ჯოზეფ კონქენონი - „ქვინსის" ამერიკული რესპუბლიკური კლუბის ვიცე-პრეზიდენტი; ნიკოლოზ ჩხე იძე - ასოციაცია „თვისტომის" (ქართული სათვისტომო ნიუ-იორკში) დამფუძნებელი; ირაკლი შიხიაშვილი - „ქვინსის" ამერიკული რესპუბლიკური კლუბის საპატიო წევრი.