ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სტუმრად მოლდოვა დაამარცხა.
ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე ლაშა ოდიშარიას პასის შემდეგ ჯადული იობაშვილმა გაიტანა.
ორი ტურის შემდეგ რამაზ სვანაძის გაწვრთნილ გუნდს 6 ქულა აქვს და ნიდერლანდებთან ერთად სატურნირო ცხრილის პირველ და მეორე ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 12 ოქტომბერს, შინ, სწორედ ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.