logo_geo
eng_logo
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სტუმრად მოლდოვა დაამარცხა
- +

12 სექტემბერი. 2023. 22:21

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სტუმრად მოლდოვა დაამარცხა.

 

ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე ლაშა ოდიშარიას პასის შემდეგ ჯადული იობაშვილმა გაიტანა.

 

ორი ტურის შემდეგ რამაზ სვანაძის გაწვრთნილ გუნდს 6 ქულა აქვს და ნიდერლანდებთან ერთად სატურნირო ცხრილის პირველ და მეორე ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 12 ოქტომბერს, შინ, სწორედ ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.

 
right_banner right_banner
არქივი
right_banner