დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის დამარცხება, მაგრამ ამისათვის დასავლეთმა უნდა დააჩქაროს თავდაცვითი დახმარების მიწოდება.
„ჩვენ მუდმივად ძალიან ნელა ვმოქმედებთ. [...] მაგრამ აშკარაა, რომ უკრაინა აპირებს გამარჯვებას და შეუძლია ამის გაკეთება. ჩვენ დავინახეთ ეს ბახმუტში და ახლა მელიტოპოლის მიმართულებით. მაგრამ თქვენ გჭირდებათ სამხედრო ტექნიკა, საჰაერო თავდაცვა და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ უფრო სწრაფად“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასევე გამოთქვა აზრი, რომ „ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის“.