ყოველწლიურ ღონისძიებაზე კომპანია Apple-მა iPhone 15 წარადგინა. iPhone 15 აღჭურვილია 48 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერითა და A16 Bionic პროცესორით, რომელიც 20%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე მისი წინამორბედი.
სმარტფონების ახალი ხაზი მოიცავს iPhone 15 და iPhone 15 Plus მოდელებს, ეკრანის ზომით 6.1 და 6.7 ინჩი.
აშშ-ში iPhone 15-ის ფასი $799-დან დაიწყება, ხოლო iPhone 15 Pro-ს ფასი კი $999-დან.