ავტორი თამუნა ნათაძე
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ისნის მე-10 ოლქში ბექა ნაცვლიშვილმა, „რეპორტიორთან" თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ძირითადად ის საკითხები, რომელიც ეხება სოციალურ პოლიტიკას, განათლების და ეკონომიკურ პოლიტიკას. ვაპირებ, მერიასთან და გამგეობასთან ერთად, ეტაპობრივად მოვაგვარო ის ყოფითი პრობლემები, რაც აწუხებს რაიონს. მაგალითად, გაუფორმებელი ბინების პრობლემა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და კიდევ მრავალი სხვა", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.