logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე პრემიერის მიუნხენში ჩარტერული რეისით მგზავრობაზე: არაფერი დასამალი მას არ აქვს, ყველაფერი არის სუფთა
- +

12 სექტემბერი. 2023. 16:22

 

 

„ყველაფერს გაიგებთ პრემიერისგან, როდესაც დეკლარაცია გამოქვეყნდება, არაფერი დასამალი მას არ აქვს. ყველაფერი არის სუფთა, განსხვავებით იმ პარტიის ბელადისგან, რომელიც ამ ამბით ახლა სპეკულირებს“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერული რეისით მგზავრობაზე საუბრისას განაცხადა.

 

„კანონმდებლობის თანახმად, შემოსავლები, ხარჯები სრულად აისახება პრემიერის დეკლარაციაში, შესაბამისად, ყველაფერი იქნება გამჭვირვალე და საჯარო. სრული ინფორმაცია ისედაც მიაწოდეს შესაბამისმა სამსახურებმა საზოგადოებას, ყველაფერი არის სათანადოდ, კანონის შესაბამისად გაკეთებული.

 

გახსოვთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ბელადი სააკაშვილი, ბიუჯეტის ხარჯზე იწყობდა საკუთარ კეთილდღეობას, მას მილიონობით ლარი აქვს დახარჯული. წლების განმავლობაში კოლექტიური ნაცმოძრაობა, რადიკალური ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს იყო ლეგიტიმური და ამ საქმეს „პიჯაკების საქმეს“ ეძახდა. რა შუაშია პიჯაკები?! კაცმა საკუთარი კეთილდღეობისთვის მილიონობით საბიუჯეტო თანხები დახარჯა. იგივე ადამიანები კანონიერ ხარჯებზე სვამენ კითხვებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner