logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: ევროპელი პარტნიორები თვლიან, რომ შეცდომა იყო, როდესაც საქართველოს არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი
- +

13 სექტემბერი. 2023. 10:03

 

 

მნიშვნელოვანია იცოდნენ ჩვენი პოზიციები, თუ რა მოლოდინი აქვს საქართველოს ევროკავშირისგან და თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს საკითხი არ იყოს გამოყენებული ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოყენებული არც საქართველოში და არც ევროკავშირის შიგნით“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა სტრასბურგში განაცხადა, სადაც საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს მართავს.

 

ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში საქართველოს ჰქონდეს მტკიცე მხარდაჭერა. რა თქმა უნდა ისინი თვლიან, რომ იყო შეცდომა, როდესაც საქართველოს არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და თვლიან, რომ ეს შეცდომა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოსწორდეს, პოლიტიკური გადაწყვეტილება დეკემბერში საქართველოს სასარგებლოდ უნდა იყოს მიღებული“, - აცხადებს ბოჭორიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner