logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს, გამოდის, რომ 2018 წელს 3 მილიონ ამომრჩეველს უთხრეს ტყუილი, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო მოღალატე და რეზიდენტი
- +

13 სექტემბერი. 2023. 11:00

 

 

თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, გამოდის, რომ 2018 წელს 3 მილიონ ამომრჩეველს უთხრეს ტყუილი, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო მოღალატე და რეზიდენტი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

 

თავის დროზე სალომე ზურაბიშვილმა სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედით დაარღვია უხეშად საქართველოს კონსტიტუცია, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც აქვს გარკვეული შიში - თავს იზღვევს, ესაუბრება რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, თუმცა, ეს მისი საქმია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პარლამენტში 100 ხმის რესურსი არ არის. რა თქმა უნდა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დადგება იმ ადამიანის მხარეს, რომელსაც თავის დროზე აცხადებდა მოღალატედ, რეზიდენტად. ეს ხომ წარმოუდგენელია, მაგრამ მათ ჰყავთ საერთო პატრონი და ასეთ დროს შეიძლება ნებისმიერ მორალურ კომპრომისზე წახვიდე - შეიძლება მოგიწიოს იმის აღიარება, რომ 2018 წელს 3 მილიონ ამომრჩეველს ატყუებდა. რა გამოდის? თუ მხარს არ დაუჭერენ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, გამოდის, რომ 2018 წელს 3 მილიონ ამომრჩეველს უთხრეს ტყუილი, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო მოღალატე და რეზიდენტი. ხვალ შეიძლება იმის აღიარებაც მოუწიოთ, რომ როცა ჩვენ გვეძახიან პრორუსებს, ესეც არის ცარიელი ტყუილი. იტყუებიან, მერე აიძულებენ, რომ საკუთარი ტყუილი უკან წაიღონ. როცა ხარ აგენტი, სხვა რესურსი უბრალოდ არ გაქვს. აგენტის თავისუფლების სივრცე არის აბსოლუტურად შეზღუდული“, - აცხადებს კობახიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner