logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტმა თვითონაც აღიარა, რომ დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც გამოაცხადა, რომ შესაბამის ქვეყნებში ჩავიდა საკუთარი სახსრებით. თუ ლეგიტიმური ვიზიტი იყო, მაშინ რატომ არ დახარჯა ბიუჯეტის ფული?
- +

13 სექტემბერი. 2023. 11:03

 

 

პრეზიდენტმა თვითონაც აღიარა, რომ დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც გამოაცხადა, რომ შესაბამის ქვეყნებში ჩავიდა საკუთარი სახსრებით. თუ ლეგიტიმური და კონსტიტუციური ვიზიტი იყო, მაშინ რატომ არ დახარჯა ბიუჯეტის ფული? - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

 

ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენი დეპუტატები იყვნენ მობილიზებულები იმპიჩმენტისთვის. ამ თემაზე ოპოზიციასთან მუშაობა არ გვაინტერესებს. საზოგადოებამ უკვე დაინახა, რომ სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია. ეს თვითონაც აღიარა, როდესაც გამოაცხადა, რომ შესაბამის ქვეყნებში ჩავიდა საკუთარი სახსრებით. თუ ლეგიტიმური და კონსტიტუციური ვიზიტი იყო, მაშინ რატომ არ დახარჯა ბიუჯეტის ფული? მან აღიარა, რომ დაარღვია კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლოს სამსჯელოც კი არაფერი დაუტოვა. ყველამ იცის, რომ პრეზიდენტი არად დაგიდევთ ქვეყნის ძირითად კანონს, რაზეც მან ფიცი დადო და ის უხეშად არღვევს კონსტიტუციას“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner