logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ამ ინფორმაციის წყარო ვინ არის? წყარო არის სასაცილო, შესაბამისად, ინფორმაციაც სასაცილოა
- +

13 სექტემბერი. 2023. 11:05

 

 

წყარო არის სასაცილო, შესაბამისად, ინფორმაციაც სასაცილოა“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას - „2 წლის წინ, უკრაინაში ომამდე რამდენიმე თვით ადრე „ქართულმა ოცნებამ“ უარი უთხრა საქართველოში ჩამოსულ აშშ-ის თავდაცვის მდივანს საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე, რატომ ეთქვათ მას უარი?“.

 

ამ ინფორმაციის წყარო ვინ არის? როდესაც წყარო არის ვიღაცის სახელი და გვარი, ეს უკვე სასაცილოს ხდის ინფორმაციას. ვიღაცა ლიკას [ინფორმაცია] როგორ შეიძლება სერიოზული იყოს.

 

ერთადერთი, რამაც შეიძლება საქართველოს მისცეს უსაფრთხოების გარანტია არსებულ ვითარებაში, ეს არის ნატოს წევრობა. არავითარი ბაზა არ არის უსაფრთხოების გარანტია“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner