ერთადერთი რამაც შეიძლება საქართველოს მისცეს უსაფრთხოების გარანტია არსებულ ვითარებაში, ეს არის NATO-ს წევრობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, 2 წლის წინ, აშშ-ის ბაზის საქართველოში განთავსების შესახებ.
„ამ ინფორმაციის წყარო ვინ არის? როდესაც წყარო არის ვიღაცის სახელი და გვარი, ეს უკვე სასაცილოს ხდის ინფორმაციას. ვიღაცა ლიკას [ინფორმაცია] როგორ შეიძლება სერიოზული იყოს.
ერთადერთი რამაც შეიძლება საქართველოს მისცეს უსაფრთხოების გარანტია არსებულ ვითარებაში, ეს არის NATO-ს წევრობა. არავითარი ბაზა არ არის უსაფრთხოების გარანტია“, - განაცხადა კობახიძემ.