logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ერთადერთი რამაც შეიძლება საქართველოს მისცეს უსაფრთხოების გარანტია, ეს არის NATO-ს წევრობა - არავითარი ბაზა არ არის უსაფრთხოების გარანტია
- +

13 სექტემბერი. 2023. 11:07

 

 

ერთადერთი რამაც შეიძლება საქართველოს მისცეს უსაფრთხოების გარანტია არსებულ ვითარებაში, ეს არის NATO-ს წევრობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, 2 წლის წინ, აშშ-ის ბაზის საქართველოში განთავსების შესახებ.

 

ამ ინფორმაციის წყარო ვინ არის? როდესაც წყარო არის ვიღაცის სახელი და გვარი, ეს უკვე სასაცილოს ხდის ინფორმაციას. ვიღაცა ლიკას [ინფორმაცია] როგორ შეიძლება სერიოზული იყოს.

 

ერთადერთი რამაც შეიძლება საქართველოს მისცეს უსაფრთხოების გარანტია არსებულ ვითარებაში, ეს არის NATO-ს წევრობა. არავითარი ბაზა არ არის უსაფრთხოების გარანტია“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner