logo_geo
eng_logo
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება
- +

13 სექტემბერი. 2023. 13:55

 

 

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი, 2023-2024 სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალ სააღმზრდელო წელს სამი ახალი საბავშვო ბაღით ხვდება - სამგორის რაიონში გაიხსნება N130 საბავშვო ბაღის შენობა, ჩუღურეთის რაიონს N125 ბაღის შენობა შეემატება, კრწანისის რაიონში კი, აღსაზრდელებს პირველად N108 საბავშვო ბაღი მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ბაღების მშენებლობის პარალელურად, ზაფხულში 100-ზე მეტ საბავშვო ბაღში ჩატარდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები, რათა ახალი სააღმზრდელო წლიდან პატარებს კიდევ უფრო კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გარემო დახვდეთ.

 

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ აღსაზრდელთა რეგისტრაცია ახალი წესით განახორციელა, რის შედეგადაც მაქსიმალურად დავაკმაყოფილეთ მოთხოვნა საჯარო ბაგა-ბაღებზე და ახალი სააღმზრდელო წლისთვის 15 000-ზე მეტი აღსაზრდელია უკვე დარეგისტრირებული, დედაქალაქს კი, ჯამში, 188 ბაღი ემსახურება“, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გოგი ჩიქოვანმა.

 

18 სექტემბერს თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში პატარა აღსაზრდელებს საზეიმო და მხიარული ღონისძიებებით დახვდებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner