logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ბექა ოდიშარიას შეფასებას ობიექტურად მოვუსმინე და არც ჩემი მშობლებისა და არც ჩვენი პატივსაცემი პენსიონერების შეურაცხყოფად არ მიმიღია
- +

13 სექტემბერი. 2023. 13:27

 

 

"წარმოუდგენელია, თქვენ როგორი ინტერპრეტაციაც გინდათ, ის ეგულისხმა ბექა ოდიშარიას," - ასე მიმართა ერთ-ერთი ოპოზიციური ტელევიზიის ჟურნალისტს პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

 

მყავს პენსიონერი მშობლები, რომლებსაც სამწუხაროდ დანაზოგი არ აქვთ. თქვენ აყენებთ საკითხს ასე, რომ პენსიონერი თუ არის აუცილებლად არ უნდა ჰქონდეს დანაზოგი - ვიღაცას აქვს, ჩემს მშობლებს არა და მთელი ცხოვრება პატიოსნად მუშაობდნენ მრავალი ათეული წლის განმავლობაში და საერთოდ არ მიმიღია ბექა ოდიშარიას სიტყვები ჩემი მშობლების შეურაცხყოფად, არც სხვა იმ პატივსაცემი ჩვენი პენსიონერების საწინააღმდეგოდ მიმიღია, როგორც თქვენ თარგმნით. მე მის შეფასებას ობიექტურად მოვუსმინე და ასე არ აღვიქვი. ნებისმიერი წინადადების არასწორი ინტერპრეტაცია, თუ ეს ბუნებრივი არ არის, თუ მას არ ჰქონია ამის მიზანი, ვერ გაიყიდება, როგორც თქვენ გინდათ ისე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მშობლებისადმი ცილისმწამებლურ ინფორმაციის გავრცელებას არასოდეს შეეგუება და აბსოლუტურად აცნობიერებს და პასუხს აგებს თავის თითოეულ სიტყვაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner