"პოლიტიკურად ჩამოხრჩობილი სააკაშვილის სექტაში სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაზე არ უნდა საუბრობდნენ!," - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ფრენებისთვის მილიონობით ლარის საბიუჯეტო თანხა იხარჯებოდა, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროსა და ავიაკომპანია Georgian Airways - ს შორის დადებული იყო ჩარჩო-ხელშეკრულება 24 მილიონ ლარზე.
აბაშიძის განცხადებით, სააკაშვილი, კეზერაშვილი, უგულავა და სხვა რადიკალები, რომლებმაც თავის დროზე გადასახადის გადამხდელთა თანხები მიითვისეს, პრემიერ-მინისტრს არ უნდა ამუნათებდნენ.
„პოლიტიკურად ჩამოხრჩობილი სააკაშვილის სექტაში სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაზე არ უნდა საუბრობდნენ! ირკვევა, რომ თავდაცვის სამინისტრო საიდუმლო ხელშეკრულებებით [24 +14 მილიონი ლარი], ასპონსორებდა მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირად ფრენებსაც Georgian Airways-ს ბორტით.
ავიაკომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, თამაზ გაიაშვილის ინფორმაციით, წელიწადში დაახლოებით 60-ზე ზევით, 100 რეისამდე ხორციელდებოდა ნაცსექტის ბელადისთვის. უმეტესი მათგანი წარმოადგენდა კერძო ფრენებს და ეს დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მაგალითად 2008 წელს, როდესაც ომის წელი იყო, ლაჩარ ყოფილ მთავარსარდალს 60 ფრენამდე აქვს შესრულებული, სხვა წლებში - 90-100.
გადასახადის გადამხდელთა სახსრების მიმტაცებლებს - სააკაშვილს, კეზერაშვილს, უგულავასა და სხვა ნაცავაზაკებს სინდის-ნამუსი რომ გააჩნდეთ, უზნეოდ არ დაამუნათებდნენ პრემიერ ღარიბაშვილს, რომელსაც არასწორად ერთი თეთრიც კი არ დაუხარჯავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.